აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

27 აპრილს ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირის“  თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

1

 საქმიან და მეგობრულ შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა და „გულთა კავშირის“  პრეზიდენტმა, ბატონმა რობერტ ადარმა, რომელიც საქმიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს, ისაუბრეს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. დასახეს სამომავლო გეგმები კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო  მიმართულებებით. 

შეხვედრის დასასრულ მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს. 

შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინირებასა და მედიაციას განახორციელებს საერთაშორისო ფონდის თბილისის წარმომადგენლობა.

Created by Joomla.ge