ფლორენცია. ეძღვნება საქართველოს
18 საათზე ფლორენციაში, Pallaco Coppini-ში, მაურიციო ბოსის სახელობის დარბაზში გაიხსნა საღამო, სახელწოდებით „ეძღვნება საქართველოს“, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის საერთშორისო ექსპერტთა 21-ე გენერალური ასსამბლეის ფარგლებში. ასსამბლეის დევიზი გახლდათ „მემკვიდრეობა, როგორც მომავლის მშენებელი“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის პრეზიდენტს პაოლო დელ ბიანკოს საჩუქრად გადასცა დამშვენებული ჯვარი. ჯვარმა ბინა Pallaco Coppini-ს მუზეუმში დაიდო.
ფონდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მაურიციო ბოსის დარბაზში გაჩნდება ფონდის აქტიური მოღვაწეების სახელებით დამშვენებული დაფა. მათ შორის არიან ქართველებიც: თამაზ ყანდარელი და მზია წერეთელი.