რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მედლები ქართველ მონაწილეებს
19.30 საათზე ფლორენციაში, Al Duomo-ს ანჯეი ტომაშევსკის ამფითეატრში შედგა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის საერთშორისო ექსპერტთა 21-ე გენერალური ასსამბლეისსა სიმპოზიუმის კულტურული გახსნის ცერემონიალი საქართველოს მონაწილეობით.
ვალერიან შიუკაშვილმა თავის სოლო კონცერტში შეასრულა მოცარტის, შუბერტის, შოპენის, ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.
რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის პრეზიდენტმა პაოლო დელ ბიანკომ ისაუბრა ფონდის ურთიერთობის ისტორიაზე საქართველოსთან, ქართულ ეკლესიასთან, ქართულ უნივერსიტეტებთან, ქართველ მოღვაწეებთან.
დასასრულ მან ფონდის მედლებით დააჯილდოვა ვალერიან შიუკაშვილი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, გიული ალასანია და ია ხუბაშვილი.