აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არქიმანდრიტი ადამის (ახალაძე) მოხსენება
იშვიათი დაავადებების და „ობოლი“ წამლების II სამხრეთ კავკასიის კონფერენციაზე

ქ. თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“

    ღრმად   პატივცემულო  საზოგადოებავ, თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო საქართველოს პირველო ლედი, ძვირფასო კოლეგებო, მაქვს პატივი მოგესალმოთ საქართველოს ეკლესიის,  მისი საპატრიარქოს და  წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის  სახელით და გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -  პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია ІІ - ის ლოცვა - კურთხევა და სურვილები, თქვენი მოღვაწეობა იყოს წარმატებული.
    მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად რითაც შეიძლება განისაზღვროს დღევანდელი კონფერენციის შინაარსი, უპირველესყოვლისა იგი არის ქრისტიანული, არის კაცთმოყვარეობის, ადამიანებზე მზრუნველობის იდეიის მატარებელი. როგორც საქართველოს მოქალაქე მე დღეს გახარებული ვარ იმიტომ, რომ ამ საერთაშორისო მნიშვნელოვანი ფორუმით ჩვენი ქვეყანა, საქართველოს საზოგადოება, სამედიცინო საზოგადოება, ჩვენ ყველანი ერთად ვაცხადებთ მზად ყოფნას, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწვლად ნაწილს წარმოადგენს. ეს არის ბავშვები, რომელებსაც აქვთ გენეტიკური და იშვიათი დაავადებები.
    ჩვენი   ხედვა   საზოგადოების  ჯანდაცვის პოლიტიკისა, საზოგადოების დამოკიდებულებისა ამ პრობლემისადმი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ; ჩვენ უნდა მზად ვიყოთ მზრუნველობის და სიყვარულის ხელი გაუწოდო მათ, ვაგრძნობინოთ  სითბო  და რაც მთავარია ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ  დაავადებათა დროული დიაგნოსტიკა და გამოვლინება, რაც საფუძველი იქნება იმისა, რომ ჩვენ  მათ სიცოცხლეზე ვიზრუნოთ, ჩვენ მათი დაბადებისათვის მზად უნდა ვიყოთ, რომ აღმოუჩინოთ მაღალკვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება, რადგან ყველას და მათ შორის  მათ აქვთ სიცოცხლის უფლება, უფლება ჰქონდეთ ბედნიერი ცხოვრების  დღეები  და იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენ ყველანი  ბედნიერნი მაშინ შეიძლება ვიყოთ  და მაშინ ვიგრძნოთ თავი ამგვარად თუკი საშუალება და სურვილი გვაქვს ბედნიერება ვაჩუქოთ სხვა ადამიანებს.
    მე მინდა მივულოცო  დღევანდელი დღე ჩვენს საზოგადოებას და კონფერენციის ორგანიზატორებს, ღმერთმა დაგლოცოთ და თითოულ თქვენთაგანს მინდა ვუსურვო წარმატება ამ მეტად კეთილშობილ საქმეში. გმადლობთ ყურადღებისათვის.
 

არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)

Created by Joomla.ge