აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ლიტერატურულ–მუსიკალური პერფომანსი „ბგერები“

     2012 წლის 4 მარტს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში სოციალური და სულიერ–კულტურული განვითარების ფონდის „თამარის დროშის“ ხელშეწყობით გაიმართა ლიტერატურულ–მუსიკალური პერფომანსი „ბგერები“ (პროექტის ავტორი – მამა ადამ ახალაძე). მონაწილეობდნენ: ვალერიან  შიუკაშვილი (ფორტეპიანო), ეროვნული სიმებიანი კვარტეტი (კონსტანტინე  ვარდელი (ვიოლინო), თამაზ  ბათიაშვილი (ვიოლინო), ნოდარ  ჟვანია (ალტი), ოთარ  ჩუბინიშვილი (ჩელო)), დიმიტრი  ხვთისიაშვილი  (მკითხველი) და თორნიკე  უგრეხელიძე (ვიოლინო).შესრულდა შუბერტის, შოპენის, ბახის, სკარლატის, ბრამსის, შუმანის, ა. მაჭავარიანის, ს. ცინცაძის ნაწარმოებები. იკითხებოდა არქიმანდრიტ ადამის ლიტერატურული ტექსტი „სიტყვები პროლოგით და ეპილოგით“. წარმოდგენის რეჟისორი – გურამ ვაშაკიძე, მხატვარი – სერგი შივცი.

 news 4.03.2012 (2)  news 4.03.2012

Created by Joomla.ge