აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

     რიგით მეორე ერთიანი ინტეგრირებული გამოცდა 4 ივლისი მოწყალების დების ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტებმა ჩააბარეს.

     საგამოცდო საკითხები მოიცავდა ხუთ სასწავლო საგანს: მოწყალების დის საქმე და ავადმყოფის მოვლა, ქირურგია, თერაპია, პირველი და გადაუდებელი დახმარება, მეანობა–გინეკოლოგია.
     უმაღლესი შეფასება „A (ფრიადი)“ დაიმსახურა სამმა სტუდენტმა: ნათია ბაბიკიანმა, სოფიო კასრაძემ, ნინო სვანიძემ.
     გამოცდის შედეგები შეაჯამეს: უნივერსიტეტის რექტორმა, სრულმა პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ, ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა გრიგოლ სულაბერიძემ და პროფესორ მასწავლებლებმა: დარეჯან გაბუნიამ, რევაზ ჭუმბურიძემ, აკაკი ბაქრაძემ, ელენე ნიკობაძემ და ლელა გროგოლიამ.


     პროფესორ–მასწავლებლებმა ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის გზა დაულოცეს კურსდამთავრებულებს:
ნათია ბაბიკიანს
კასრაძე სოფიოს
სვანიძე ნინოს
ტოკლიკიშვილ მარის
ფარქოსაძე ინგას
ღუდუშაურ თამარს
ჩქარეულ გუგულის
ჩქარეულ თამრიკოს
ჩხაიძე ნინოს
წიკლაურ ნონას 

Created by Joomla.ge