აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საერთაშორისო სემინარი  თემაზე: „ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება სასკოლო ასაკის ბავშვებში“

     2011 წლის 9 დეკემბერს  სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა სასკოლო ასაკის ბავშვებში“. სემინარს უძღვებოდა დოქტორი მარიანა ჯონსონსი (შვედეთი).
     წარმოდგენილ იქნა საგანმანათლებლო პილოტური პროექტი „Lions Quest“, რომელიც ითვალისწინებს მავნე ჩვევების პრევენციას მოზარდებში და ემყარება თანამედროვე რანდომიზებული კვლევების შედეგებს. პროექტში ჩართულნი არიან განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სკოლის ჰიგიენის სფეროს ექსპერტები. იგი ასოცირებულია საქართველოს პირველი ლედის „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ინიციატივასთან.

   news 9.12.2011 (3)    news 9.12.2011 (2) 
     სემინარის გახსნაში მონაწილეობა მიიღო და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი.
     საერთაშორისო სემინარის მსმენელთა შორის იყვნენ: წმ.თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ქალბატონი ირინე ბიბილეიშვილი და უნივერსიტეტში  „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ დისციპლინის პედაგოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მაკრინე უშიკიშვილი.
     სემინარი გაიმართა „ლაიონს კლუბების საერთაშორისო ასოციაციის“ პატრონაჟითა და მისი თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით. სემინარის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატები. 

 

Created by Joomla.ge