აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ქართველ ებრაელთა დელეგაცია შიმონ პერესის ცენტრში

უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ისრაელიდან ჩამოსულ ქართველ ებრაელთა დელეგაცია  – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით ბოთერა (ბოთერაშვილი) და პოეტი და მწერალი ქალბატონი ლეა საპირი მეუღლესთან ერთად. 

      

სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტის შიმონ პერესის სახელობის სასწავლო–სამეცნიერო ცენტრის გეგმებსა და პროექტებს. ურთიერთთანამშრომლობაზე საქმიანი საუბარი ჰქონდათ რექტორთან არქიმანდრიტ ადამ ახალაძესთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან. 

სტუმრები დაესწრნენ გია მოშიაშვილის (ისრაელი) პოეტური კრებულის – „მრავალწერტილი 2“-ის პრეზენტაციას, რომელსაც  უმასპინძლა ლიტერატურულმა  სალონმა „მირკანმა“ და შიმონ პერესის სახელობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა. სტუმრებმა  ივრითულ და ქართულ ენებზე წაიკითხეს საკუთარი ლექსები. 

სტუმრებს რექტორმა საჩუქრად გადასცა წიგნები ქართულ ენაზე.



Created by Joomla.ge