პროფესორ სტეფან მარტინ კანპოვსკის სტუმრობა უნივესიტეტში
2012 წლის 8 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პროფესორი სტეფან მარტინ კანპოვსკი. იგი არის ლატერანენსის უნივერსიტეტის (რომი, იტალია) მშობლობისა და ოჯახის ინსტიტუტის თანამშრომელი. პროფესორ კანპოვსკის კვლევის სფეროა თანამედროვე ბიოტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური რეპროდუქციული ტექნოლოგიების, ბიოეთიკა და ფილოსოფია.
სტუმარმა დასვა შეკითხვები თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ბიოეთიკისა და ანთროპოლოგიის სწავლებასთან დაკავშირებით. დაინტერესდა არქიმანდრიტ ადამის წიგნებით: ,,დაბადებამდელი ბავშვობის სიხარული და მწუხარება” და ,, ადამიანი ბიოეთიკურ დროსა და სივრცეში”.
შემდგომ პროფესორი კანპოვსკი გაეცნო საქართველოს საპატრიარქოსა და ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ერთობლივი საერთაშორისო სიმპოზიუმების მასალებს და მომავალში ამგვარ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
მხარეები შეთანხმდნენ ორი უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა მომავალ თანამშრომლობაზე.
სტუმარს მასპინძლობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნატო ასათიანი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გრიგოლ სულაბერიძე.
დამშვიდობებისას სტუმარმა დიდი მადლობა გადაიხადა გულთბილი და საინტერესო შეხვედრისთვის.