აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მეხუთე  საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმი თბილისში

     2014 წლის 7 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა V საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმი თბილისში,  თემაზე: „ოჯახი გლობალურ სივრცეში: ბიოთიკური კონტექსტი“.

     ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით. 

     სიმპოზიუმი გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოსთქვა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა. ფორუმის დელეგატებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: სამთვისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრაციის ეპისკოპოსი ჯუზეპე პასოტო. 

     აღნიშნული ბიოეთიკური სიმპოზიუმი რიგით მეხუთეა და იგი, ისევე როგორც წინამორბედნი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით გაიმართა. მისი მიზანი გახლდათ საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა როგორც მეცნიერთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროების წარმომადგენელთა მიდგომა, ასევე სხვადასხვა კონფესიის ეკლესიათა დამოკიდებულება გლობალიზაციით განპირობებული სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოწვევების მიმართ, რომლებიც ეხება ადამიანთა ცხოვრების ყველა სფეროს და, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს.

Created by Joomla.ge