აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

  2010 წლის 6–8 დეკემბერს ვარშავაში წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის მეცხრე საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორი გხლდათ ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ევროპულ კვლევათა ცენტრი. საქართველოდან მიწვეულნი იყვნენ როგორც მეცნიერები, ასევე სასულიერო პირები. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ პოლონელი,  აზერბაიჯანელი, ამერიკელი, გერმანელი, სომეხი  და ინგლისელი მეცნიერები. 

 

  6 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე კონფერენციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მემორიალთან და ყვავილებით შეამკეს იგი. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიის მგალობელთა გუნდმა შეასრულა საგალობლები. ამის შემდეგ კონფერენციის მონაწილებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გადაინაცვლეს უნივერსიტეტის სენატის დარბაზში, სადაც კონფერენცია გახსნა ვარშავის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თადეუშ ტომაშევსკიმ. . კონფერენციის პირველი დღე მიძღვნილი იყო პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორი გამოჩენილი მოღვაწისადმი - მიტროპოლიტ დიონისი ვალედინსკისადმი, რომლის ძალისხმევითაც პოლონეთის ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და დეკანოზ გიორგი კლინგერისადმი. 

  კონფერენციის პირველ პლენარულ სხდომაზე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) წაიკითხა მოხსენება – „პეტრიწონის ივერთა მონასტრის წესდების ზოგიერთი  საღვთისმეტყველო საკითხისათვის“.  შემდეგი მოხსენება – „ბიოეთიკური ანთროპოლოგიის კონცეფცია: ახალი პარადიგმა ადამიანის შესახებ“ – დამსწრე საზოგადოებას გააცნო წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე).

 

 

  საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს  ქართველმა მეცნიერებმა: დარეჯან თვალავაძემ, მანანა სანაძემ, თამილა მგალობლიშვილმა,  გიორგი ოთხმეზურმა, ნიკოლოზ ალექსიძემ, ჩვენმა თანამემამულემ, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ყოლბაიამ.  

  ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპულ კვლევათა ცენტრმა დასაქართველოს უნივერსიტეტმადააარსეს წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის მედალი, რომლითაც დაჯილდოვდებიან ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველო-პოლონეთის ურთიერთობათა განვითარებასა და წმ. გრიგოლ ფერაძის მემკვიდრეობის შესწავლაში. წლევანდელ კონფერენციაზე გრიგოლ ფერაძის სახელობის მედალი გადაეცათ  ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპულ კვლევათა ცენტრის დირექტორს ბატონი იან მალიცკის და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურს  დეკანოზ ჰენრიკ პოპროცკის.  

 

Created by Joomla.ge