აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 შეხვედრა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში 

    6 მაისს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა შეხვედრა გაუმართა ჩვენი უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამს ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძია სახელობის საერთაშორისო პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით.

     შეხვედრა გახსნა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა სვეტლანა ქეცბამ.

     სტუმარს მიესალმნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩ საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვკი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, პოეტი ემზარ კვიტაიშვილი, საზოგადოების „ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“ პრეზიდენტი მაია კვეზერელი-კოპაძე... 

     შეხვედრაზე დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ ეხილათ ვიდეოფრაგმენტები მამა ადამის პერფორმანსებიდან. 

     დასასრულ სტუმარმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, დამსწრე საზოგადოებას და წაიკითხა ახალი ლექსები. 

Created by Joomla.ge