ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსი
"ნუ გაწვიმდები"
2016 წლის 6 თებერვალს სამეფო უბნის თეატრში ჩატარდა არქიმანდრიტ ადამის (ახალაძის) ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმასი „ნუ გაწვიმდები“. ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური და მიხეილ ახალაძის ფონდი „მამაშვილობა“.
მაყურებელს საშუალება ჰქონდა მოესმინა სცენაზე გაცოცხლებული პოეტური და პროზაული ტექსტები მამა ადამის ლექსების ახალი კრებულიდან „მე რომ ხელი ახლა შემახოს აწმყომ“, რომელთაც საოცარი არტისტიზმით ასრულებდნენ ყველასათვის ცნობილი მსახიობები: ვახტანგ ახალაძე, მანანა სურმავა, მაკა შალიკაშვილი, პოეტმა ნატა ვარადამ წაიკითხა ყველასათვის საყვარელი შემოქმედის, ესმა ონიანის ლექსები; საღამოს ამშვენებდა საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მსახიობების მიერ შესრულებული კოლაჟი სპექტაკლიდან „პოემა ვაზზე“; ჟღერდა ნანა ავალიშვილის მიერ შესრულებული იმპროვიზაციები და კომპოზიციები.