მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) სტუმრად უნივერსიტეტში
2012 წლის 5დეკემბერს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე). მეუფე ანანია თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდა სტუდენტებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
შეხვედრა გულთბილ ატმოსფეროში წარიმართა. უნივერ–სიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა საზოგადეობას მოკლედ შეახსენა უნივერსიტეტის ისტორია, მოუთხრო იმ წარმატებებისა და სიძნელეების შესახებ, რომელიც განვლო სასწავლებელმა, მეუფეს გააცნო უნივერსიტეტში დამკვიდრებული სწავლების მოდელის სპეციფიკა.
მეუფე ანანიამ უნივერსიტეტს ახალმოსახლეობა მიუ–ლოცა და დალოცა იქმყოფნი და სრულიად საქართველო. მან აღნიშნა იმ უდიდესი საქმის მნიშვნელობა, რასაც საუნივერსიტეტო სწავლებაში მოწყალებისა და ადამიანზე ზრუნვის კომპონენტის ინტეგრაცია ქვია და რითიც ჩვენს უნივერსიტეტში მოიხიბლა. მან ქართული მართლმადიდებული ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მადლობა გადაუხადა მამა ადამს გაწეული ღვაწლისთვის ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე და ლოცვა-კურთხევა მისცა, რომ გააგრძელოს ურთიერთობების განმტკიცება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებთან, რადგან ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა
(სიტყვა მეუფისა იხილეთ სრულად).
დასასრულ სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ახალი შენობა. ისაუბრეს სასწავლებლის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის ბოლოს მეუფე ანანიას მამა ადამმა უნივერ–სიტეტის სახელით წმიდა თამარ მეფის ხატი გადასცა საჩუქრად.