აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მამა ადამის ლექცია კიევის პეტრე მოგილას აკადემიაში

5 სექტემბერს პეტრე მოგილას სახელობის აკადემიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მიწვევით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე „უნივერსიტეტი: დღევანდელობისა და მომავლის გამოწვევები“. 

სტუმარი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ეკოლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა ვიქტორ კარამუშკომ.

ლექციის დასასრულს მამა ადამმა უპასუხა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მრავალრიცხოვან შეკითხვებს.


Created by Joomla.ge