„ცა იქცევა, ვიღაცას ცივა“
ეს მოთხრობა რომ წაუკითხავს, ცნობილ ქართველოლოგს ბერნარ უტიეს, მოუწერია მამა ადამისთვის: „დიდი მადლობა! რა ლამაზი, მდიდარი ენაა! ბედნიერი ვიყავი ამ სამყაროში...“
და აი, „ლიტერატურულმა გაზეთმაც“ მოახერხა თავის მე–11 ნომერში (5–18 ივნისი) გამოეძებნა ადგილი ამ უცნაური ნარატივისთვის, რომელსაც ზოგიერთი, სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანის ღირსიაო, „ემუქრება“.
„კარგა ხანია, პროზაული ტექსტები არ გამომიქვეყნებია“, – ამბობს მამა ადამი, – „ეს მოთხრობა ისეთია, როგორიც შეიქმნა: ცოტა ნოსტალგიური, ცოტა –კრიტიკულრეალისტური, ცოტაც – სიურეალისტური და თითქმის ერთთავად – სიყვარულისა და სიკეთისაკენ მსწრაფი...“