ახალი საუნივერსიტეტო პროექტი „40 ლექსი“
5 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ქართული პოეზიის საღამო „ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს“.
საღამოზე უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსახიობებთან ერთად წაიკითხეს 40 ქართველი პოეტის 40 ლექსს.
ამგვარი ღონისძიების მიზანია ყურადღების გამახვილება ჩვენი უდიდესი ნაციონალური საუნჯის – ქართული ენის მშვენიერების შენარჩუნებასა და ყოველდღიურობაში დამკვიდრებაზე.
ამ საღამოს დაიწყო თამარ მეფის უნივერსიტეტის ახალი პროექტი „40 ლექსი“, რომლის ფარგლებშიც გარდა პოეზიის საღამოებისა, დაგეგმილია წიგნებისა და კომპაქტ-დისკების გამოცემა, ლიტერატურული ტელეპროექტის განხორციელება და მეტყველების კულტურის სტუდიის შექმნა.