აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

HERITAGE FOR PLANET EARTH 2018 LIFE BEYOND TOURISM
 სიმპოზიუმის დახურვა

18.30.–ზე შედგა სიმპოზიუმის დახურვა.ფონდის პრეზიდენტმა მიმოიხილა სიმპოზიუმის მუშაობა სესიების მოდერატორებსა და მომხსენებლებთან ერთად და მადლობა გადაუხადა ყველას ფონდის უმნიშვნელოვანესი იდეის LIFE BEYOND TOURISM გაზიარებისა და ერთგულების გამო. განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა გამოხატა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც ფონდთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით პატრონაჟი გაუწიეს ასამბლეასა და სიმპოზიუმს. მათ რიცხვში გახლავთ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი.

   

ჩვენი უნივერსიტეტის კანცლერმა ქალბატონმა ნატო ასათიანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სამომავლო ინიციატივას ფონდთან თანამშრომლობის მიმართულებით. იგი შეეხო ერთობლივ პროექტს – სემინარებს თემაზე „ტურიზმის ახალი ფილოსოფია. ის, რაც ტურიზმს მიღმა უნდა დაინახო, იგრძნო და ისწავლო“.

  

Created by Joomla.ge