აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის
II სესია:
 თურქეთელი ქართველები -
ერთიანი ქართული კულტურის მემკვიდრენი

     2013 წლის 4 ივნისს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში მუშაობა განაგრძო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ თემაზე: „თურქეთელი ქართველები – ერთიანი ქართული კულტურის მემკვიდრენი“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები და ექსპერტები როგორც საქართველოდან, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან.

     კონფერენციის მეორე სესია მიეძღვნა თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ მალაყმაძის (ჰაირი ჰაირიოღლუს (1936-2002წწ)) გარდაცვალებიდან 10 წლისთავს.

     ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ჩატარდა. იგი 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მოიცავდა: საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციას და რამდენიმე კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებას. კონფერენციის მთავარი მოვლენა გახლდათ უნივერსიტეტში აჰმედ ოზქან მელაშვილის კაბინეტის გახსნა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

Created by Joomla.ge