ქართველ ებრაელთა დელეგაცია შიმონ პერესის აუდიტორიაში
4 მაისს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ისრაელში მოღვაწე ქართველ ებრაელთა დელეგაცია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ბატონი შოთა წვენიაშვილის თაოსნობით. აგრეთვე, ქ. კირიათ იამის ვიცე მერი – მურად ფიზიცკი, მოშე ელიკი (ელიკიშვილი) – ქ. კირიათ კარმელის მერიის იურიდიული სამსახურიდან, პაატა იოსებაშვილი – საქველმოქმედო ორგანიზაცია „გულთა კავშირის“ პრეზიდენტი, იზოლდა მოშიაშვილი – ქ. ხაიფისა და ჩრდილოეთ ოლქის ქართველ ებრაელთ ქალთა გაერთიანების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
ჩამოსულ სტუმრებთან შეხვედრა მეშვიდე აუდიტორიაში შედგა და მას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელნი, სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები, აგრეთვე მოწვეული საპატიო სტუმრები – ებრაული თემის თვალსაჩინო წარმომადგენელნი.
შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა გახსნა. იგი მიესალმა საპატიო სტუმრებს და ისაუბრა ქართულ–ებრაული ურთიერთობების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე სამეცნიერო–კულტურულ ჭრილში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უნივერსიტეტის წიაღში არსებული შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია გახლავთ სივრცე, სადაც მუდმივია მზაობა ამ ორი ერის თვალსაჩინო წარმომადგენელთა დიალოგისთვის.
სტუმრებს მიესალმნენ, ბ–ნი ჯამლეტ ხუხაშვილი, ლეილა ნოდია, დავით შემოქმედელი, გელოდი ფოცხიშვილი.