აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თვალსაჩინო ხელოვანი შოთა წვენიაშვილი 
თამარ მეფის უნივერსიტეტში

4 მაისს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ისრაელში მოღვაწე დამსახურებული ხელოვანი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, კირიათ იამის (ისრაელი) საპატიო მოქალაქე, „საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის“ ტიტულის და არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელი, ბატონი შოთა წვენიაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად. 

  

ღონისძიება შიმონ პერესის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა და იგი ბატონი შოთას შემოქმედებით მოღვაწეობას მიეძღვნა. სტუმრებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოებისა და კომუნიკაციის სამსახურის კურატორი – ირინე ბიბილეიშვილი. 

  

შოთა წვენიაშვილის მრავალწლოვანი  ღვაწლის შესახებ ისაუბრეს: შოთა რუსთაველის  საზოგადოების ქართულ–ებრაული ურთიერთობების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა, ლეილა ნოდიამ; ამავე საზოგადოების პრეზიდენტმა, დავით შემოქმედელმა; ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, ბრწყინვალების ორდენის კავალერმა, გელოდი ფოცხიშვილმა. 

დასასრულ, ნაჩვენები იქნა ფილმი, ბატონი შოთა წვენიაშვილის შემოქმედებითი ცხოვრების, ქორეოგრაფიულ–აღმზრდელობითი დამსახურებების შესახებ ისრაელში, რომელიც უკვე 46 წელს ითვლის.

Created by Joomla.ge