აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 ქ. სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

     2014 წლის 4 აპრილს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ქ. სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის კვლევების კათედრის გამგე, ბატონი ოქან იეშილოთი და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი, ბატონი სერდარ ოღუზჰან ჩაიჯიოღლუ თანმხლებ პირებთან ერთად.

     შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი, თურქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ზაზა წურწუმია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. საქმიანი საუბარი ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

     პროფესორმა ოქან იეშილოთმა მადლობა გადაუხადა მამა ადამს თურქეთისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით გაწეული ღვაწლისათვის და აღნიშნა, რომ მარმარას უნივერსიტეტისათვის ფრიად საინტერესო იქნება თანამშრომლობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი სფეროებშიც. ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში დაიგეგმა გაცვლითი პროგრამების პროექტი არა მხოლოდ ახალგაზრდა მკვლევარ–მეცნიერების, არამედ სტუდენტებისათვისაც.

     მამა ადამმა განაცხადა, რომ თამარ მეფის უნივერსიტეტი ახორციელებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტს თემით: „თურქეთელი ქართველები: ისტორია, სულიერი და მატერიალური კულტურა, ენობრივი ვითარება“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია თურქეთშის რესპუბლიკაში; ორი ერთობლივი საერთაშორისო სიმპოზიუმი; უნივერსიტეტში ხორციელდება თურქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა; სასწავლებელში გახსნილია აჰმედ, ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი. შესაბამისად, თამარ მეფის უნივერსიტეტი მიესალმება სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დამყარებას, რაც თავის წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და პარტნიორული კავშირების განვითარებაში.

     შეხვედრის დასრულ პროფესორმა ოქან იეშილოთმა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე: თურქეთისა და საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები.

Created by Joomla.ge