აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა უნივერსიტეტთაშორისმა პროექტმა 
ჭკვიანი ურბანიზმის თემაზე აღიარება მოიპოვა საერთაშორისო სიმპოზიუმზე

4 მარტს დილის ცხრა საათზე დაიწყო მუშაობა სიმპოზიუმის სამმა პარალელურმა სექციამ: 

პირველი სესია: ტურიზმის განვითარების ტენდენციები: მართვა თუ მართულად ყოფნა?

მეორე სესია: ციფრული ტექნოლოგიები: თვითმყოფადობის გადარჩენა თუ გლობალიზაციის ხელშეწყობა?

მესამე სესია: ჭკვიანი ქალაქი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით

ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მსოფლიო კულტურული მეკვიდრეობის ობიექტები, მათზე ზრუნვა და დაცვა წარმოდგენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიას სხვადასხვა კულტურათა მატარებელი ხალხების გაერთიანების, კულტურათშორისი დიალოგის გაფართოების მიზნით. ამიტომაც სიმპოზიუმის უმთავრეს მიზნად დაისახა მისი გადაქცევა თეორიისა და პრაქტიკის გაერთიანების არენად და ამით წვლილის შეტანა კულტურათა შორის დიალოგის განვითარებაში.

მეორე სესიაზე, რომელიც სასტუმრო ალ დუომოს მიქელანჯელოს დარბაზში გაიმართა, თავისი მოხსენება წარმოადგინა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ. მისი თემა გახლდათ „უნივერსიტეტთაშორისი ტრანსდისციპლინური კროსკულტურული პროექტი ჭკვიანი ურბანიზმის მიმართულებით“. 

სესიის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები წარმოდგენილი პროექტის თაობაზე, წამოაყენეს წინადადებები ურთიერთთანამშრომლობისა და ამ საუნივერსიტეტთაშორისო პროექტის საერთაშორისოდ გარდაქმნის გზაზე ჩასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ.

      

თამარ მეფის უნივერსიტეტის სერვისების განვითარებისა და კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ოქიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო პირველი სესიის მუსაობაში თანამომხსენებლად თემისა „კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე მოგზაურობის როლი ურთიერთნდობისა და თანხმობის აღდგენასა და გაძლიერებაში“.  

Created by Joomla.ge