საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2021–2022სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ბიოეთიკა –- სწავლის ღირებულება 1500 ლარი.
- ბიოფარმაცია – სწავლის ღირებულება 1300 ლარი.
- თურქეთისმცოდნეობა- სწავლის ღირებულება 1300ლარი
რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1.განცხადება რექტორის სახელზე (დანართი 1);
2.შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2);
3.უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი (ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
4.პირადობის მოწმობის ასლი;
5.ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი;
6.2 ფოტოსურათი (3X4) - ელ. ვერსია;
7.ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
რეგისტრაციის ვადაა: 01.09.2021 – 25.09.2021
(10:00 – 18:00 სთ, შაბათ–კვირის გარდა)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში
ელექტრონულ მისამართზე:
განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ გრიგოლ(გია)სულაბერიძეს
ტელ; 599757046 593307046