აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

   სხალთის ეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის (აბულაძე) ლოცვა–კურთხევითა და მიწვევით 31 მარტს – 2 აპრილს ზემო აჭარაში იმყოფებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) და ამავე უნივერსიტეტის კანცლერი ქალბატონი ნატო ასათიანი. სტუმრები შეხვდნენ  ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და სტუდენ-ტებს. უნივერსიტეტის რექ-ტორმა, მეუფე სპირიდონმა ისაუბრა უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე რეგიონი-სათვის და მისი განვითარების პერსპექტივებზე. ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერთ-მანეთს გაუზიარეს გამოც-დილება, იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომელთაც დღევანდელობა უყენებს უმაღლეს საგანმანათ-ლებლო სისტემას.                          სტუმრებმა მოინახულეს ბიბლიოთეკა, სხვა სასწავლო და კულტურული დაწესებულებები, მშენებარე ტაძრები.

   2 აპრილს ღვთისმშობლის შობის სახელობის სხალთის მამათა მონასტერში მეუფე სპირიდონმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია მონასტრის წინამძღვრის არქი-მანდრიტ იოანე კეკე-ლიძისა და არქიმან-დრიტ ადამ ახალაძის თანამწირველობით.   

 

Created by Joomla.ge