წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღე
2014 31 იანვარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში წირვა–ლოცვა აღავლინა. მსახურებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები, აგრეთვე შინდისის მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია თამარი დედებითურთ და ტაძრის მრევლი.
წირვის დასასრულს მამა ადამმა იქადაგა მეფე თამარის ფენომენის შესახებ ისტორიულ და რელიგიურ ჭრილში. ყველას მიულოცა თამარობა და დალოცა მრევლი, უნივერსიტეტი და ყველა თამარი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ამავე დღეს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და შინდისის მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერში შესრულდა თამარ მეფის პარაკლისები.