წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის
ხსენების დღე
31 იანვარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში დაიწყო „თამარ მეფის კვირეული“, რომელიც ღონისძიებათა ციკლს მოიცავს. კვირეული იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში აღვლენილი წირვა–ლოცვით დაიწყო, რომელიც უნივერსიტეტის რექტორმა და ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ადამმა აღავლინა. მსახურებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები. წირვის დასასრულს მამა ადამმა იქადაგა მეფე თამარის ფენომენის შესახებ ისტორიულ და რელიგიურ ჭრილში. ყველას მიულოცა თამარობა და დალოცა მრევლი.
ამავე დღეს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერ-სიტეტსა და შინდისის მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერში შესრულდა თამარ მეფის პარაკლისები.
2013 წლის 31 იანვარს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის მიცვალებიდან 800 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ინიციატივით 2013 წელი გამოაცხადდა თამარ მეფის წლად.