ქართულ–გერმანული უნივერსიტეტთაშორისი პროექტი
„პროფესიული პედაგოგიკა შინმოვლის სფეროში“
უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა მიიღო პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლის – ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ვიცე-რექტორის, სოციალური გერონტოლოგიისა და სოციალური მუშაობის კვლევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ კორნელია კრიჰელდორფის მოლოცვის წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ ორი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი მოწონებულ იქნა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ.
ამ პროექტის ფარგლებში ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტისა და წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად საქართელოში უნდა შეიქმნას და დაინერგოს პროგრამა მენტორების კვალიფიკაციის ასამაღლებლად შინმოვლის სფეროში. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა თანამონაწილეობა, მათი, როგორც პრაქტიკული, ასევე პედაგოგიური უნარ-ჩვევების განვითარება. ამ პროგრამის მოანაწილეებს საშუალება ეძლევათ გადავიდნენ ინტერნაციონალური სწავლების ახალ საფეხურზე. ამასთან ერთად საქართველოს კარიტასთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს გარდამავალი სასწავლო კონცეფციის (პლატფორმის) – ე. წ. „მესამე სასწავლო ადგილის“: სწავლება–ტრენინგი–ტრანსფერის – შემუშავება, მისი პატრონაჟი და შეფასება ორივე უნივერსიტეტის მხრიდან.
პროექტის მიზანია ორივე მონაწილე ქვეყანაში პედაგოგიკის მეთოდების დახვეწა სხვადასხვა პრობლემატიკის მიხედვით ბიომედიცინისა და ჯანდაცვის სფეროებში.