აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შეხვედრა კიევის ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორთან

     კიევში გამართული ღვთისმშობლის საფარველის სადღესასწაულო მე–6 მისიონერულ–საგანმანათლებლო საერთაშორისო კითხვანის მუშაობის დღეებში ამ ფორუმის მონაწილე, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) მიიღო ა. ვ. პალადინის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა ს. ვ. კომისარენკომ. შეხვედრას ესწრებოდნენ ამავე ინსტიტუტის ცილების სტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპოდენტი ე. ვ. ლუგოვსკოი და უკრაინის ეკლესიის სინოდალური განყოფილების „ეკლესია და მედიცინა“ თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი გენადი ბატენკო.

     შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცნიერული კვლევის ეთიკის, მეცნიერული კადრების აღზრდის, საუნივერსიტეტო განათლების საკითხებს.

     ს. ვ. კომისარენკომ გაიხსენა საქართველოში გატარებული დღეები და შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან; სტუმარს გადასცა ინსტიტუტში შექმნილი ერთ–ერთი ბოლო მონოგრაფია, ხოლო ე.ვ. ლუგოვსკოიმ თავისი ლექსების კრებული.

Created by Joomla.ge