აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

     2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში ახალი 2013/14 სასწავლო წელი დაიყო.

     უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში პირველკურსელებთან შეხვედრა გაიმართა. მათ მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ სულაბერიძე.

     არქიმანდრიტმა ადამმა გულთბილად დალოცა პირველკურსელები, მიულოცა სტუდენტობა, წარმატებები უსურვა და უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროცესის თავისებურებები გააცნო. ამიერიდან რეგულარულად, ყოველთვიურად შედგება შეხვედრა–სემინარი პირველკურსელებთან „რექტორის საათი“. შეთანხმდნენ პირველი სემინარის თემაზეც – „წიგნი ადამიანის ცხოვრებასა და კაცობრიობის ისტორიაში“.

     შეხვედრის დასრულებისთანავე პირველკურსელებმა სასწავლო პროცესი დაიწყეს.

Created by Joomla.ge