სოციალური ეთიკა და სოციალური მსახურება
რელიგიური ორგანიზაციების თვალთახედვით
30 აპრილს კონრად ადენაუერის ფონდის ვილაზე (კადენაბია, იტალია) გაიმართა კონფერენცია „სოციალური მსახურება მშვიდობისათვის“. კონფერენცია გახსნა ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ტომას შრაპელმა, მოდერატორებად იმუშავეს ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერმა – გიორგი ბუტიკაშილმა და თამარ მეფის უნივერსიტეტის კანცლერმა და საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს წარმომადგენელმა ნატო ასათიანმა.
კონფერენციის დღის წესრიგი:
პანელი I
სოციალური მსახურები და სოლიდარობა
- არქიმანდრიტი ადამი – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე
- ნატო ასათიანი – საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს წარმომადგენელი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
- გაბრიელ ბრაგანტინი – ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ეპისკოპალური ვიკარი ეკუმენურ და კულტურის საკითხებზე
- ლევან ბეგაშვილი – ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის დასავლეთ საქართველოს სოციალური სამსახურის კოორდინატორი
- დიაკვანი გევორქ ანტონიანი – სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სოციალური სამსახურის სულიერი მეთვალყურე
- მიხეილ ავაქიანი – სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი და სოციალური სამსახურის კოორდინატორი
პანელი II
- რესან გოგიტიძე – სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
- ოქტაი ისაევი – სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ოფისის მენეჯერი
- ზოჰარ დავიდი – ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაცია – ,,ჯოინთის,, წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
- ირინე ბიბილეიშვილი – თამარ მეფის სახ. უნივერსიტეტის საქმისწარმოებისა და კომუნიკაციის სამსახურის კურატორი, ქართულ-ებრაული რუბრიკა „ორ მიწაზე დარწეული აკვანი“ რუბრიკის წამყვანი და კონცეფციის ავტორი, საინფორმაციო პორტალი Euroneus.ge