საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:
თურქეთელი ქართველები -
ერთიანი ქართული კულტურის მემკვიდრენი
2013 წლის 3 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თურქეთელი ქართველები – ერთიანი ქართული კულტურის მემკვიდრენი“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები და ექსპერტები როგორც საქართველოდან, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან.
კონფერენციას მიესალმნენ არქიმანდრიტი ადამი (ახლაძე), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, სტუმრები თურქეთიდან: სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გალიფ აიდინი (გიორგი ქარცივაძე), ბატონი ორჰან იავუზი, ბატონი აბდურაჰმან სეჩკინი და სხვ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტის წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომდგნელები, ასევე, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ ქოჯაელის ქართულ–კავკასიური კულტურის ცენტრის (თურქეთის რესპუბლიკა) წარმომადგენელმა, ბატონმა აიჰან იშიკმა თურქეთში მცხოვრები ქართველების, საქართველოს კულტურისა და ისტორიის წინაშე გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისათვის საპატიო სიგელები გადასცა უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნატო ასათიანს, პროფესორ ზაზა წურწუმიას, პროფესორ როზეტა გუჯეჯიანს და სხვებს.
კონფერენცია ორ სესიად წარიმართა. პირველი სესია მიეძღვნა პროფესორ თამაზ ბერაძის ხსოვნას, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღvის საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის, ზღვაოსნობის ისტორიის, ქართველთა ეთნიკური იდენტობის კვლევის საქმეში. პროფესორ თამაზ ბერაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა არქიმანდრიტმა ადმმა. პროფესორ თამაზ ბერაძის სამეცნიერო ღვაწლი მიმოიხილა თავის მოხსენებაში პროფესორმა ბეჟან ხორავამ.
პირველ სესიაზე წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომები ისტორიული ტაო–კლარჯეთის ერთ–ერთი მხარის, იმერხევის, ტრადიციული ყოფისა და კულტურის შესახებ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წამყვანი მეცნიერები.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის – „თურქეთის ქართველები: ისტორია, სულიერი და მატერიალური კულტურა, ენობრივი ვითარება“ – ფარგლებში.
კონფერენციის მეორე სესია და ცენტრალური ღონისძიება, აჰმედ ოზქან მელაშვილის კაბინეტის გახსნა 4 ივნისს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.