აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

უკრაინელი მეცნიერის ვიზიტი უნივერსიტეტში

     2014 წლის 3 იანვარს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია კიევის ნაციონალური მედიცინის აკადემიის ფილოსოფიის კათედრის ხელმძღვანელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალენტინ კულინიჩენკო თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და ადმინისტრაციის წარმომადგენელნი. საუბარი საქმიანი ფორმატით წარიმართა, არქიმანდრიტმა ადამმა სტუმარს გააცნო არსებული სასწავლო მოდელის სპეციფიკა – საღვთისმეტყველო და საერო დისციპლინების ერთობლივი მოდულები, სასწავლებლის განვითარების სტრატეგიული გეგმა და პერსპექტივები. ბატონი ვალენტინ კულინიჩენკო განსაკუთრებით დაინტერესდა მოწყალების დების სწავლების მოდულით. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ბიოეთიკურ საკითხებსაც, კერძოდ, სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების სოციალურ, სამართლებრივ, სამედიცინო, ფილოსოფიურ ასპექტებს. შეხვედრა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ორმხრივი შეთანხმებით დასრულდა.

     პროფესორი ვალენტინ კულინიჩენკო კიევის პ.ლ. ლუპიკის სახელობის ნაციონალური მედიცინის აკადემიის პოსტდიპლომური განათლების ფილოსოფიის კათედრას ხელმძღვანელობს, ამასთანავე, იგი გახლავთ ასოციაცია „ქრისტიანი მედდები და ვოლონტიორები“–ს გამგეობის საპატიო წევრი.

Created by Joomla.ge