აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

პროექტ PAGEL-ის  ფარგლებში მეორე სასემინარო კვირეულის გახსნა  

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში 29 ოქტომბერს დილის 10 საათზე პროექტ PAGEL-ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) ფარგლებში მეორე სასემინარო კვირეული გაიხსნა.  

pagel

სემინარის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არქიმანდრიტი  ადამ ვახტანგ ახალაძე, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, საექთნო საქმის პედაგოგიკის, მენეჯმენტისა და მეცნიერული კვლევების განვითარების პრობლემების შესახებ საქართველოში.

pagel

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს ეწვივნენ და მეორე კვირეულის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა:    ჯანდაცვის პროფესიების/ საექთნო მეცნიერების პროფესიული  პედაგოგიკის პროფესორმა, საექთნო მეცნიერების მიმართულების სასწავლო კურსების ხელმძღვანელმა მედიცინის დოქტორმა ანნა კელნერმა, პროფესორმა მირელა კაკაცემ, მედიცინის  დოქტორმა  საბინე ბეკერმა, მედიცინის  დოქტორმა ნინო ჩიხრაძემ, ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის 8 სტუდენტმა.

pagel

შეგახსენებთ, რომ პროექტი ოთხ სასწავლო წელს მოიცავს და ითვალისწინებს მულტიპლიკატორთა კვალიფიკაციას საექთნო სფეროში. კვალიფიკაციის მიზანია მონაწილეების კომპეტენციის ამაღლება და განვითარება პაციენტის მოვლისა და გერონტოლოგიურ-გერიატრიულ სფეროში. შემოთავაზებული მოდულების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია მტკიცებულებებზე დაფუძნებული  პრაქტიკა (EBP) და  ინტერდისციპლინურობა. ამა წლის  29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილია კინესთეტიკის მოდულის გავლა.  

Created by Joomla.ge