კინესთეტიკა: ტრენინგის პირველი დღე
პროექტ PAGEL- ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში მეორე კვირეულის ტრენინგის პირველი დღის ვორქშოფი გაიხსნა.
მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ანნა კელნერმა ისაუბრა პროექტ PAGEL-ის მნიშვნელობაზე, პროექტის მიზნებზე და გეგმებზე.
პროფესორმა საბიბა ბეკერის პირველი სემინარის თემა იყო „ვერბალური და არავერბალური ურთიერთობა“.
სასემინარო დღის მორიგ ნაწილში ტრენინგის მონაწილეების წინაშე ისევ პროფესორი საბიბა ბეკერი წარდგა. ამჯერად სემინარის თემა გახლდათ „კინესთეტიკის მნიშვნელობა“.
სასემინარო დღის ბოლოს მომხსენებლებმა და მონაწილეებმა ისაუბრეს პირად პროფესიულ აქტივობებში საკუთარი მოძრაობის მართებულად და მოხერხებულად გამოყენების მნიშვნელობაზე და შეაჯამეს ტრენინგის პირველი დღე.