საერთაშორისო კითხვანი „ვლადიმერის ნათლისღების ნათელი ათასწლეულების მიღმა“
29–31 ოქტომბერს კიევში გაიმართა ღვთისმშობლის საფარველის სადღესასწაულო მე–6 მისიონერულ–საგანმანათლებლო საერთაშორისო კითხვანი „ვლადიმერის ნათლისღების ნათელი ათასწლეულების მიღმა“.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებით „ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებანი: პოსტეპოქის მეტამორფოზები“ წარსდგა არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).
კითხვანის მეორე დღეს მამა ადამი თავმჯდომარეობდა მე–4 სექციას „თანამედროვე მედიცინა და მართლმადიდებლობა“. აქვე მან წაიკითხა მოხსენება „ტრანსპლანტაციის ბიოეთიკა: დილემები და კოლიზიები“.