აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა

29 აგვისტოს   შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.

shaori

„მომავლის ბანაკი“ შაორში არის პირველი სტუდენტური მასშტაბური ბანაკი საქართველოში, სადაც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში.

ბანაკს სხვადასხვა ნაკადზე ესტუმრნენ სტუდენტები თბილისიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა-ქართლიდან , კახეთიდან აჭარიდან.

shaori

წელს ბანაკი  8 ნაკადად განხორციელდა და მისი მიზანი გახლდათ:

  • ახალგაზრდების ჩართვა რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში;
  • მოხალისეობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

ბანაკში ისვენებდნენ თამარ მეფის უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც უკვე თბილისში დაბრუნდნენ: ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან პირველკურსელები ნინო გუგუნაშვილი და ანა იჩქიტიძე, ხოლო ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტიდან -  პირველკურსელი  ხატია ტაბუცაძე და მეორეკურსელი ანა გლოველი.

მომავალ შეხვედრამდე „მომავლის ბანაკში“!

Created by Joomla.ge