კურსდამთვრებულთა დიპლომების გადაცემა
2016 წლის 29 ივლისს შედგა კურსადმთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი.
უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა დალოცა კურსდამთვრებულნი და წარმატებები უსურვა მომავალი პროფესიული აღმავლობის გზაზე.
სამადლობელი სიტყვა წარმოსთქვეს აწ უკვე დიპლომირებულმა სპეციალისტებმაც:
ინეზა ბობოხიძე (ფსიქოლოგიის მაგისტრი): მამა ადამ, უღრმესი მადლობა, რომ კიდევ ერთი "სტუდენტობა მაჩუქეთ", "შემოდგომის სტუდენტობა". იგი "პირველს"არაფრით ჩამოუვარდებოდა შემეცნების თვალსაზრისით... ვმადლობ უნივერსიტეტის პედაგოგ- მასწავლებლებს იმ "მარგალიტებისთვის" ასე უხვად რომ გვიბოძეს... ვურჩევ მომავალ სტუდენტებს სწავლა განაგრძონ თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც ყოველგვარი პირობაა შექმნილი მათი ჭეშმარიტი განსწავლისთვის.
ნინო მაღედანი (ფსიქოლოგიის მაგისტრი): არაჩვეულებრივი წლები გავატარეთ უნივერსიტეტში სწავლისას, დარგის საუკეთესო სპეციალისტები გვასწავლიდნენ და „გვწრთუნიდნენ“. უდიდესი მადლობა მამა ადამს, ჩვენს პროფესორებს ამგვარი დამოკიდებულებისთვის და უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომელიც ჩვენს წინაშე გაშალეს.
ნელი ბობოხოძე (ფსიქოლოგიის მაგისტრი): ისე როგორც, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გატარებული წლები იყო თბილი, ნათელი, ტკბილი, უაღრესად საინტერესო და სასიკეთო, ასევე დიპლომების საზეიმოდ გადმოცემა იყო საოცრად ამაღელვებელი და დიდი სიხარულის მომნიჭებელი, რომელსაც თან ახლდა უნივერსიტეტის რექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, არქიმანდრიტი ადამის დალოცვა- მოლოცვა. უღრმესი და გულითადი მადლობა მამა ადამს და მთელ სასწავლო კოლექტივს ყველაფრისათვის, ცოდნისა და გამოცდილების გადმოცემისათვის, მზრუნველობისათვის სიყვარულისათვის. სამყაროსა და მთელი ცოცხალის ახალ ჭრილში დანახვისა და აღქმისათვის. მინდა გულწრფელი ვიყო და ვაღიარო უნივესიტეტში შეძენილ ცოდნას გაჯერებულს ჰუმანურობით,ზნეობრივი ღირებულებებით, თანამედროვე ხედვით, სიყვარულით, რწმენით და სიკეთით, მე სხვაგან ვერსად მივიღებდი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებას: ნინო მაღედანს, ლალი ყანჩაშვილს, ბესიკ ბოგველს, ნელი ბობოხიძეს, ინეზა ბობოხიძეს, ნანა სიჭინავას. ასევე, ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებას: ქეთევან გალდავას, ირინე კავთუაშვილს, შორენა ძიგავას, ეკატერინე ლაშქარაშვილს, მარინა ჯალაღანიას, სამონაზვნე ნინოს (ლამარა ბექაურს).