აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თურქეთელმა ქართველებმა დააარსეს 
შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ასოციაცია

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტმა მასპინძლობა გაუწია მეგობრებს თურქეთის რესპუბლიკიდან – თურქეთელ ქართველებს ქალბატონ სეზენ გონენ ოქჩანსა და ბატონ ორჰან ბერიძეს.

ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა სეზენმა ამას წინათ დააარსა შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ასოციაცია, რომლის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია არა მარტო თურქეთის რესპუბლიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

უნივერსიტეტის რექტორმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ დიდი საქმის წამოწყებისთვის, აღუქვა თანამშრომლობა და შესთავაზა კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ ესახება ამ თაოსნობის ხორცშესხმა მომავალში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

Created by Joomla.ge