აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ანთიმოზ ივერიელის პუბლიკაციების პრეზენტაცია

2016 წლის  29 მარტს უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა მონაწილეობა მიიღო ანთიმოზ ივერიელის თხზულებების და თარგმანების საპრეზენტაციო ღონისძიებაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ორი პუბლიკაციის, „ანთიმოზ ივერიელის დიდაქეები და სხვა თხზულებები“-ის თარგმანის და მონოგრაფიის „ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი“–ს წარდგინება,  სადაც მიწვეულნი იყვნენ მაღალი რანგის სტუმრები: საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიმიტრუ ბადეა, თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ანთიმოზ ივერიელის პუბლიკაციები ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის ”ანთიმოზ ივერიელი, ქართულ-ევროპული დიალოგი” ფარგლებში მომზადდა.

ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საგანმანათლებლო, საერო და საეკლესიო მოღვაწეობა კულტურულ-ისტორიულად მნიშვნელოვანია, რადგან ახლებურად წარმოაჩენს ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზებს. მისი მეშვეობით ქართული თეოლოგიური აზროვნება იწყებს ჩართვას ევროპის ისტორიულ, კულტურულ და სააზროვნო სივრცეში. ანთიმოზ ივერიელი წარმოადგენს კულტურათა წარმატებული დიალოგის მაგალითს – ბრძანა რექტორმა. 

Created by Joomla.ge