სტუმრად რადიოპროექტში
29 იანვარს 14 სათიდან და 10 წუთიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი რადიოს ღია ეთერით გადაცემის წამყვანის ნინო დათუკიშვილისა და რადიომსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა გადაცემის სტუმარი საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).
გადაცემის დასაწყისში წამყვანმა აუდიტორიას გააცნო მამა ადამის სამეცნიერო, სასულიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. სტუმარმა ისაუბრა უნივერსიტეტის უმთავრეს მისიასა და მის საერთო საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, უპასუხა რადიომსმენელთა მიერ დასმულ სხვადასხვა შეკითხვებს.
გადაცემის დასასრულს რექტორმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ეძებს ახალგაზრდებს, რომელთაც სწყურიათ ცოდნა და სულიერება. ამასთანავე, უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას იზრუნოს წარმატებულ სტუდენტებზე და ჩამოაყალიბოს ისინი ნამდვილ პროფესიონალებად და მამულიშვილებად.