PAGEL-ი. ჭრილობის მენეჯმენტი. ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს, პარასკევს, ტრენინგის კვირა მთავრდება. დილაადრიან შეიკრიბნენ პროექტ PAGEL-ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) მულტიპლიკატორები და ტრენერები წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მე-7 აუდიტორიაში.
მე-5 დღეს ერთმანეთის პარალელურად სამი ვორკშოპია დაგეგმილი:
- ნაწოლები და დეკომპრესია
- კომპრესია და პილოტირება
- ჭრილობის მკურნალობის პრაქტიკული შემთხვევა - მაგალითები.
ტრენერები: პროფესორი ჰაუკე შუმანი, პროფესორი ფალკ გოედეკე.
სასემინარო დღის ბოლოს გაიმართა დისკუსია. პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა კორნელია კრიშელდორფმა და ტრენერებმა შეაჯამეს სასემინარო კვირის შედეგები. დასახეს მომავალი სასემინარო კვირის ამოცანები და ტრენინგის მონაწილეებს გაუნაწილეს დავალებები.
მომავალი სასემინარო კვირა დაგეგმილია 2018 წლის ნოემბრის თვეში.