აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან

2018 წლის 28 სექტემბერს პროექტ PAGEL-ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) მონაწილეები მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტისa (გერმანია) და საქართველოს კარიტასის ერთობლივი ძალისხმევით.

20180928 133114

პროექტი PAGEL-ი ითვალისწინებს მულტიპლიკატორთა კვალიფიკაციას საექთნო საქმის პედაგოგიკის სფეროში, კერძოდ, გერონტოლოგიურ-გერიატრიული პაციენტის მოვლაში და მხარდაჭერილია გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD) მიერ.

20180928_130746

მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, ამავე უნივერსიტეტის კანცლერი ნატო ასათიანი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი გია სულაბერიძე, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი კორნელია კრიშელდორფი, საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საექთნო საქმისა და საექთნო განათლების პრობლემებზე საქართველოში. საილუსტრაციოდ პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები. ბატონმა ზაზა ბოხუამ სტუმრებს გააცნო ის სამუშაო, რომელიც ჩატარებულია უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, აგრეთვე ის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომავალში ავადმყოფის მოვლის სერვისის მიწოდების საერთაშორისო დონეს. მანვე გააკეთა აქცენტი პროექტ PAGEL-ის მნიშვნელობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე საექთნო საქმის სფეროში.

Created by Joomla.ge