აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

პროექტ PAGEL-ის მონაწილეები
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

პროექტ PAGEL-ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) მონაწილენი მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა.

20180928 141947

ცენტრს ეწვივნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, ამავე უნივერსიტეტის კანცლერი ნატო ასათიანი, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი კორნელია კრიშელდორფი.

20180928 20180928_141428

სტუმრები ქალბატონ თამარ მახარაშვილს ესაუბრნენ ოთხწლიანი პროექტის მიზნებზე, საექთნო სფეროში მულტიპლიკატორთა კვალიფიკაციის არსზე, მონაწილეების კომპეტენციის ამაღლებასა და განვითარებაზე პაციენტის მოვლისა და გერონტოლოგიურ- გერიატრიულ სფეროებში.

თავის მხრივ ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა პროექტის მესვეურებს, აღნიშნა პროექტის როლი საექთნო განათლების განვითარების საქმეში და გამოთქვა მზაობა, დახმარება გაუწიოს არამარტო მიმდინარე ღონისძიებებს, არამედ ერთობლივად შეიმუშაონ ახალი ინიციატივები.

Created by Joomla.ge