სადიპლომო ნაშრომების წარდგინება – დღე პირველი
2016 წლის 28 ივლისს მეშვიდე აუდიტორიაში ჩატარდა გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სადიპლომო ნაშრომების წარდგინება.
დაცვას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ სულაბერიძე; აკადემიური საბჭოს წევრები.
სადიპლომო ნაშრომების დაცვა დისკუსიისა და მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა, რის შემდეგაც გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთვრებულებს: მარიამ დანელიას, თინათინ ერისთავს, ქეთევან ჯავახიშვილი, ქეთევან ჯავახიშვილს, ხატია ტაბატაძეს, მარიამ ნინიკაშვილს,გიორგი გოგუას, ნიკოლოზ ცისკარაშვილს, ნინო ამბიძეს, მაკა ჯინაშვილს, ნინო თეგერაშვილს, მარი ლელაშვილს, ჯუნა ცისკაძეს, ხატია ჩხვიმიანს, ხატია ხელაძე, გიორგი დვალს, ნინო ადუაშვილს, ანა ნალბანდიშვილს, ანანო ფილაურს, ანგელინა კუტუბიძეს მიენიჭათ საძიებელი აკადემიური ხარისხი.
უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა დალოცა აწ უკვე დიპლომირებული სპეციალისტები და საუკეთესო სადიპლომო ნაშრომის ავტორებს _ ხატია ხელაძეს, თინათინ ერისთავს და გიორგი დვალს საჩუქრად გადასცა „ქართული ალმანახის“ პირველი გამოცემა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს კურსდამთვრებულებს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებას და უსურვებს წარმატებებს.