პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩის მილოცვა
უნივერსიტეტის რექტორს
პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვკიმ წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამს, ვარშავის უნივერსიტეტის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახ. საერთაშორისო პრემიის მინიჭება ოფიციალური წერილით მიულოცა.
„მე მჯერა, რომ ეს ჯილდო დიდ წვლილს შეიტანს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებაში მეცნიერულ, კულტურულ და სასულიერო სფეროში“ – ნათქვამია ოფოციალური მილოცვის წერილში.
ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით 2014 წლის პრემიის ლაურეატი გახდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე.
წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურმა ჟურნალ "პრო გეორგიამ" 2010 წელს დაარსა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემს.
წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია მის ლაურიატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისათვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ.