უნივერსიტეტში დაფუძნდა ლიტერატურული სალონი „მირკანი“
28 თებერვალს მეშვიდე აუდიტორიაში შედგა ახალი ინიციატივის პრეზეტაცია– თამარ მეფის უნივერსიტეტში დაფუძნდა ლიტერატურული სალონი „მირკანი“. სალონი გარკვეული პერიოდულობით გამართავს ლიტერატურულ საღამოებს, მხატვრული ტექსტების განხილვებს, სემინარებს ლიტერატურისმცოდნეობაში, მეტყველების კულტურაში, ქართული და მსოფლიო მწერლობის ისტორიაში, გამოფენებს, საუბრებს მწერლებთან, შეხვედრებს სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებთან, ლიტერატურული მუზეუმებისა და არქივების თანამშრომლებთან და სხვ.
ამავე დღეს ლიტერატურულ სალონმა ჩაატარდა პირველი ღონისძიება, თემით – „ერთი მოთხრობის გააზრებისათვის“, რომლის მსვლელობისას ცნობილმა ლიტერატურის მცოდნეებმა, ფილოლოგებმა, მწერლებმა, ენათმეცნიერებმა მოაწყვეს არქიმანდრიტ ადამ ახალაძის მოთხრობის – „ვარდთა და ნეხვთა თაგადასავალი უსინდისაურში“ – საჯარო განხილვა.
„მირკანის“ შემდეგი ღონისძიება მარტის მეორე ნახევარში დაიგეგმა.