ერთი მოთხრობის გააზრებისათვის
ლიტერატურულმა სალონმა „მირკანმა“ პირველი ღონისძიება გამართა. საღამოს სახელწოდება გახლდათ „ერთი მოთხრობის გააზრებისათვის“.
როგორც პირველი სალონური შეკრების წამყვანმა პროფესორმა გია სულაბერიძემ თქვა თავის შესავალ სიტყვაში, თავშეყრის მიზანი იყო, საზოგადოებას, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ თუ რა არის მხატვრული ტექსტი, მისი ანალიზის საფუძვლები, ტექსტის გააზრების დონეები და ენობრივი ქსოვილი – დააკვირდეს საყრდენ სიტყვებსა და ფრაზებს, მხატვრულ ხერხებს, ავტორის ენას და ა.შ.
ამ მიზნის მისაღწევად მამა ადამის მოთხრობა „ვარდთასა და ნეხვთას თავგადასავალი უსინდისაურში“ აირჩიეს.
სიტყვით გამოვიდნენ ცნობილი კრიტიკოსები, ლიტერატორები, მწერლები, პოეტები, ფილოლოგები: მარინე ტურავა, სალომე კაპანაძე, ინგა ღუტიძე, მანანა ტუსკია, დინარა კასრაძე, ემზარ კვიტაშვილი, დალი ჩიკვილაძე, ელენე სარალიძე, ნოდარ ნათაძე.