აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მამა ადამი: „ქართული მიწაც ზეცაა“

ამჯერად მამა ადამმა ერთი ავტორისა და ერთი შემსრულებლის პერფორმანსი შემოგვთავაზა – „სად მიგვიყვანს ქართველებს ჩვენი ბედისწერის გზა?“ 

27dec

აქ მოწვეულებს წინა დღეს ასეტი გზავნილი მიაწვდინა: „ჩემო ქრისტეს მიერ საყვარელნო და ძვირფასნო! უკვე მოგიპატიჟეთ, რამდენიმე დღის წინ, ჩემს საღამოზე "სად მიგვიყვანს ქართველებს ჩვენი ბედისწერის გზა?" შეგახსენებთ და კიდევ ერთხელ გულით გეპატიჟებით ჩვენს ლიტერატურულ სალონში. კი, წლის ბოლოა და დაღლილებს საზრუნავს რა გამოგილევთ, მაგრამ ამ ხუთშაბათ საღამოს ყველაფერი უნდა გადადოთ და თამარ მეფის უნივერსიტეტში უნდა მოხვიდეთ, თუ კიდევ სამშობლოსა და ქართველობაზე ნათქვამი სიტყვა ჩვენს გულგრილობას ბზარს უჩენს მაინც... ყოველი შემთხვევისთვის იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენი მისამართია დიმიტრი უზნაძის 68. დასაწყისი 19.30. მამა ადამი, მოლოდინით და იმედით, რომ შევერთდებით ამ საღამოს წინაპრების გულის გასახარად“.

მათ, ვისთვისაც ძვირფასი შეიქნა წინაპრების გულის გახარება, თამარ მეფის უნივერსიტეტის ლიტერატურულ სალონ „მირკანში“ მამა ადამი დახვდა თავისი პოეტური და პროზაული ტექსტებით, რადგან როცა ასეთი რამ არსებობს (მხატვრული, ანუ სიტყვაკაზმული ტექსტები), აღარაა საჭირო ბევრი სიტყვის თქმით წყლის ნაყვა, აზრთა დახვავება, მომაბეზრებელი მსჯელობა...

რაზე არ დააფიქრა ამ საღამომ თითოეული ჩვენგანი: რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებში დაკარგული ქართველების სამშობლო; იმპერიებს შორის საზღვრით გაყოფილი სამშობლო, ერი, ოჯახები; ქართველების ერთად ყოფნის ისტორიული შესაძლებლობა - საბჭოური იმპერიის დანგრევა; უცხოეთში მცხოვრები ქართველების კულტურული რემიგრაცია ქართულ სივრცეში: ერთი ენა, ერთი გული, ერთი ფესვები მშობელ მიწაში. 

–ჩემი გურჯები, ჩემი  ჩვენებურები, ჩემი ქართველები... მე ისე მიყვარხართ... – გაისმოდა ამ საღამოს მამა ადამის ამონარიდებში მისი სიყვარულით სავსე წიგნებიდან, ლექსებიდან, წერილებიდან, სხვა პოეტური და პროზაული ტექსტებიდან.  

Created by Joomla.ge