აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

პროექტ PAGEL-ის მონაწილეთა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან

დღეს პროექტ PAGEL-ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) მონაწილეები საქართველოს პარლამენტის წევრებს – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს კახაბერ კუჭავას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ენძელა მაჭავარიანსა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრს მირიან წიკლაურს შეხვდნენ. 

პარლამენტში იმყოფებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, ამავე უნივერსიტეტის კანცლერი ნატო ასათიანი, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი კორნელია კრიშელდორფი, პროფესორი ჰაუკე შუმანი, დოქტორი ფალკ გოედეკე და საქართველოს კარიტასის წარმომადგენელი გაიოზ ყუბანეიშვილი. მათ პარლამენტარებს დაწვრილებით გააცნეს პროექტის მიზანი და ამოცანები, საქართველოში საექთნო საქმისა და შინმოვლის სერვისის განვითარების პერსპექტივები და არსებული პრობლემები.

პარლამენტარებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ პროექტს, კერძოდ მის ფარგლებში სამეცნიერო სიმპოზიუმების ჩატარებას, ასევე სოციალური მსახურების განვითარებასა და საგანმანათლებლო სივრცის დასაქმების სფეროსთან კავშირის გაუმჯობესებას.

ასევე იხილეთ http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/garemos-dacvisa-da-bunebrivi-resursebis-komiteti/gonisdziebebi/gonisdziebebi1/axali-ambebi-garemo/parlamentis-wevrebi-proeqt-pagel-is-monawileebs-shexvdnen.page

  

Created by Joomla.ge